KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

„გადაარჩინე სიცოცხლე“ - სტუდენტური ვორქშოფის მეორე სესია

„გადაარჩინე სიცოცხლე“ - სტუდენტური ვორქშოფის მეორე სესია
Email Facebook WhatsApp

7 Apr 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით გაიმართა სტუდენტური ინიციატივით ორგანიზებული გადაუდებელი დახმარების ვორქშოფების სერიის - „გადაარჩინე სიცოცხლე“- მეორე სესია, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა მონაწილეთა პრაქტიკული ცოდნა კრიტიკულ კლინიკურ სიტუაციებში მოქმედების მიმართულებით.
 

ტრენინგების სერია ორგანიზებულია კვსუ-ის სტუდენტური კლუბის - კენ ვოლკერის სამედიცინო საზოგადოების მიერ, უნივერსიტეტის სიმულაციის ცენტრთან თანამშრომლობით.
 

პროგრამის მიზანია სტუდენტებში ისეთი პრაქტიკული უნარების განვითარება, რომლებიც გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების საფუძველს ქმნის და პირდაპირ გავლენას ახდენს პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებაზე.


მეორე სესია მოიცავდა გადაუდებელი დახმარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებს:
•    სისხლდენის მართვა - სისხლდენის სწრაფი იდენტიფიკაცია და ეფექტური კონტროლის ტექნიკები, რომლებიც კრიტიკულია სიცოცხლის გადასარჩენად; 
•    დამწვრობების მართვა - დამწვრობის ტიპების შეფასება და შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება; 
•    სპორტული ტრავმების საწყისი მართვა - ტრავმების (დაჭიმულობა, მოტეხილობა) ადრეული შეფასება და პირველადი ჩარევა. 
 

ტრენინგი ჩატარდა სიმულაციაზე დაფუძნებულ გარემოში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა პრაქტიკულად ემუშავათ რეალურ კლინიკურ სცენარებთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის როგორც პროფესიულ თავდაჯერებულობას, ისე სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს.


კვსუ-ის სიმულაციურმა ცენტრმა უზრუნველყო ტრენინგის მაღალი ხარისხით ჩატარება – თანამედროვე სიმულაციური აღჭურვილობით, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოთი, საგანმანათლებლო და ტექნიკური მხარდაჭერით, ასევე აქტიური ჩართულობით ვორქშოფის დაგეგმვასა და განხორციელებაში.


მთავარი გზავნილი უცვლელია - გადაუდებელ მედიცინაში ყოველი წამი გადამწყვეტია.


ვორქშოფის სერიის სრული კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებს მათ მიერ გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული უნარების წარმატებით ათვისებას.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.