KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ინდოეთის ელჩის ვიზიტი კვსუ-ში

ინდოეთის ელჩის ვიზიტი კვსუ-ში
Email Facebook WhatsApp

17 Apr 2026

საქართველოში ინდოეთის ელჩი, მისი აღმატებულება შრი ამიტ კუმარ მიშრა, ეწვია კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტს. ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საელჩოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
 

ვიზიტის ფარგლებში, მისი აღმატებულება შრი ამიტ კუმარ მიშრა შეხვდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორს, პროფესორ არჩილ უნდილაშვილს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას - რექტორს, პროფესორ ეკა ეკალაძეს,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ერეკლე კალატოზიშვილს და უნივერსიტეტის სხვა მნიშვნელოვან წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.
 

პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა წარმოადგინა საქართველოში ემორის უნივერსიტეტის პროექტების მიმოხილვა აშშ–საქართველოს ურთიერთობების დასაწყისიდან დღემდე, მათ შორის კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებისა და განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ძლიერ მხარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ერთგულებას გლობალური თანამშრომლობისა და აკადემიური ხარისხის მიმართ.
 

ვიზიტის დასასრულს, მისი აღმატებულება შრი ამიტ კუმარ მიშრა შეხვდა კვსუ-ის სტუდენტებს. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ისაუბრა საქართველოში ინდოეთის საელჩოს როლზე, არსებულ შესაძლებლობებსა და მხარდაჭერის მექანიზმებზე. მან ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და სტუდენტებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ აკადემიურ პროცესში, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და პარტნიორულ ინიციატივებში. სტუდენტებს ასევე დაუდასტურდათ საელჩოს მხარდაჭერა მათი პროფესიული განვითარების გზაზე.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.