KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

აბსტრაქტების მიღება გამოცხადებულია

აბსტრაქტების მიღება გამოცხადებულია
Email Facebook WhatsApp

28 Apr 2026

აბსტრაქტის წარდგენის ზოგადი წესები

 

  • აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. სხვა გზით გამოგზავნილი ან მოთხოვნებთან შეუსაბამო ნაშრომები არ განიხილება.
  • თითო მონაწილეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი აბსტრაქტის წარმომდგენი ავტორი.
  • მიღებული ნაშრომები წარმოდგენილი იქნება ზეპირი მოხსენების ან პოსტერის ფორმატში (არჩევანი მიუთითეთ წარდგენის პროცესში).
  • აბსტრაქტები უნდა იყოს წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე.
  • აბსტრაქტის წარდგენა უფასოა, თუმცა წარმომდგენი ავტორი უნდა იყოს კონფერენციაზე რეგისტრირებული მონაწილე.
  • ყველა წარმოდგენილი აბსტრაქტი შეფასდება ექსპერტთა ჟიურის მიერ.
  • ზეპირი პრეზენტაციებისთვის წარდგენილი აბსტრაქტებიდან შერჩეული იქნება უმაღლესი შეფასების მქონე ნაშრომები.
  • პოსტერის ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საუკეთესო პოსტერის კონკურსში (Best Poster Award).

📌 გთხოვთ, აბსტრაქტის წარდგენამდე ყურადღებით გაეცნოთ ყველა მითითებას.

აბსტრაქტის ტექსტის მომზადება

  • აბსტრაქტი უნდა იყოს დაწერილი ინგლისურ ენაზე.
  • ატვირთული ფაილი უნდა შეიცავდეს:
    სათაურს, ავტორებს (წარმომდგენი ავტორი ხაზგასმით), აფილაციებს, აბსტრაქტის ტექსტს და 3-6 საკვანძო სიტყვას.
  • აბსტრაქტის ტექსტის მოცულობა (სათაურის, ავტორების, აფილაციებისა და საკვანძო სიტყვების გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას.
  • ფაილის ფორმატი: Microsoft Word ან PDF.
  • რეკომენდებულია სტრუქტურა: მიზანი (Objectives) – მეთოდები (Methods) – შედეგები (Results) – დასკვნა (Conclusion), თუმცა დასაშვებია თავისუფალი სტრუქტურაც.
  • აბსტრაქტის ბოლოს მიუთითეთ დაფინანსების წყაროები და/ან გრანტის ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • გრაფიკები, სურათები და ცხრილები არ დაიშვება.
  • დარწმუნდით, რომ ტექსტი არ შეიცავს ორთოგრაფიულ, გრამატიკულ ან სამეცნიერო შეცდომებს.

აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 2026 წლის 22 მაისი

აბსტრაქტის ატვირთვის ბმული: https://forms.gle/sgjUw8oKeFiewPLA6

რეგისტრაციის ბმული: bit.ly/42sjWkA

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:
ssa@kwiu.edu.ge

სხვა სიახლეები

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.