KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებისთვის

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებისთვის
Email Facebook WhatsApp

4 May 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერას, რომელთა მიზანია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარების გაზიარება ახალგაზრდა თაობისთვის.


კვსუ-ის სიმულაციური ცენტრის ორგანიზებით, კერძო სკოლა „ოპიზას“ X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გადაუდებელი დახმარების ტრენინგში.


კვსუ-ის მოწვეული ლექტორების - გვანცა ჯაჭვაძისა და ლუკა კუჭავას ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება გადაუდებელ სიტუაციებში ეფექტური რეაგირებისთვის.


ტრენინგის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს გულ-ფილტვის რეანიმაცია (CPR), სისხლდენის ეფექტური კონტროლი და ჰაიმლიხის მანევრი (დახრჩობის შემთხვევაში დახმარების ტექნიკა).


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო CPR-ს, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან უნარს. პრაქტიკული სესიები ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს დაეხმარა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და თავდაჯერებულობის გაძლიერებაში.
ვიზიტი ასევე მოიცავდა უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და იმ შესაძლებლობების გაცნობას, რაც სტუდენტებს პრაქტიკული განათლების პროცესში ეძლევათ.


ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და ეფექტური მოქმედების უნარის განვითარება. აქტივობას სკოლის მხრიდან კოორდინაციას უწევდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია გაფრინდაშვილი.


კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და ინტერესისთვის.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.