KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

„კავშირები მომავლისთვის“ – სტუდენტური შეხვედრა

„კავშირები მომავლისთვის“ – სტუდენტური შეხვედრა
Email Facebook WhatsApp

20 May 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა „კავშირები მომავლისთვის“, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ შეხვედროდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული, პროფესიული, სამეცნიერო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
 

ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა ინფორმაციის გაცვლის, პროფესიული კავშირების გაღრმავების, მომავალი თანამშრომლობის, მოხალისეობრივი აქტივობების, სტაჟირებებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს მონაწილე ორგანიზაციების პრეზენტაციები, გაეცნენ მათ საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ახალგაზრდებს სთავაზობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით . 
 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაცია (SYSSA), საქართველოს ახალგაზრდული ჯანმრთელობის ასოციაცია, ვოლტერ ე. დენდის ნეიროქირურგიული კლუბი - საქართველო, მედიბრიჯ გლობალ აკადემია, ახალგაზრდები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, ერასმუსის სტუდენტური ქსელი - საქართველო და კენ ვოლკერის სტუდენტური სამეცნიერო ასოციაცია.
ღონისძიება საკომუნიკაციო სესიით დასრულდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად ესაუბრათ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დაესვათ კითხვები და დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები.


შეხვედრამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, გაეფართოებინათ პროფესიული წრე, გაცნობოდნენ ახალ შესაძლებლობებს და დაემყარებინათ კავშირები, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების ნაწილად იქცეს.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.