KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

კვსუ-ში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე გაიმართა

კვსუ-ში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე გაიმართა
Email Facebook WhatsApp

21 May 2026

2026 წლის 19 მაისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღეს, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის ევროპული კვლევითი და საგრანტო შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა მიზნად.
 

ღონისძიება გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეკა ეკალაძემ და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა. მათ ისაუბრეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ევროპულ კვლევით სივრცეში აქტიური ჩართულობის პერსპექტივებზე.
 

საინფორმაციო დღის ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს პროგრამა „ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში არსებული მიმდინარე და სამომავლო შესაძლებლობები, მათ შორის ჯანმრთელობის მიმართულების 2026 - 2027 წლების საკონკურსო პროგრამები, ინოვაციური ევროპის ფარგლებში დაფინანსების მექანიზმები და განვითარების შესაძლებლობები, ასევე WIDERA-ს მიმართულებით ევროპულ კვლევით სივრცეში ჩართულობის შესაძლებლობები და ძირითადი საკონკურსო მოთხოვნები.
 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც „ჰორიზონტი ევროპა“ ქართველ მკვლევრებს სთავაზობს.
 

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტში კვლევითი კულტურის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და ევროპული საგრანტო შესაძლებლობების მიმართ ცნობიერების ამაღლებას.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.