KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე
Email Facebook WhatsApp

14 Jun 2026

„ჰუმანურობის ერთი წვეთი. გაიღე სისხლი. გადაარჩინე სიცოცხლე“ – 14 ივნისს კვსუ-ის სტუდენტები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ კეთილი საქმისთვის. ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკთან პარტნიორობით გამართულ სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს სიცოცხლის გადარჩენის საქმეში და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მცირე ჟესტსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

სისხლის დონორთა მსოფლიო დღე პირველად 2004 წელს აღინიშნა, ხოლო 2005 წელს ის ოფიციალურად დაამტკიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. თარიღი კარლ ლანდშტაინერის დაბადების დღეს უკავშირდება – ავსტრიელ მეცნიერს, რომლის მიერ ABO სისხლის ჯგუფების სისტემის აღმოჩენამ თანამედროვე ტრანსფუზიოლოგიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის სლოგანია – „ჰუმანურობის ერთი წვეთი. გაიღე სისხლი. გადაარჩინე სიცოცხლე.“ სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ კვსუ-ის სტუდენტებიც, რომლებმაც სისხლის უანგარო დონაციით კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა მათ მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

წელსაც, გასული წლების მსგავსად, კვსუ-ის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ სისხლის დონაციის აქციაში. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ უნივერსიტეტის საზოგადოებისთვის ერთმანეთის მხარდაჭერა, თანადგომა და სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი ღირებულებებია.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საინფორმაციო სტუდენტური კუთხე, რომელიც კვსუ-ის სტუდენტური სამედიცინო საზოგადოების (Medical Society) ინიციატივით მოეწყო. კლუბის წევრები დონორებსა და სტუმრებს უზიარებდნენ ინფორმაციას სისხლის დონაციის მნიშვნელობის, დონორობის კრიტერიუმებისა და იმ რეალური გავლენის შესახებ, რომელსაც თითოეული დონაცია ადამიანების სიცოცხლეზე ახდენს.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკისა და კვსუ-ის სტუდენტური მხარდაჭერისა და სერვისების სამსახურისგან სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აქციაში მონაწილეობა წელსაც ბევრმა სტუდენტმა მოისურვა. კვსუ-ში სისხლის დონაცია უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად აერთიანებს სტუდენტებს საერთო მიზნის გარშემო – დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივების ორგანიზებას და სიხარულით ელოდება ყველას, ვისაც სურს ამ კეთილ საქმეში ჩართვა. თუ ამჯერად ვერ მოახერხეთ დონორობა, აუცილებლად გელოდებით შემდეგ აქციებზე!

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.