KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ნარატიული მედიცინის ლექციათა ციკლი

ნარატიული მედიცინის ლექციათა ციკლი
Email Facebook WhatsApp

17 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყო ნარატიული მედიცინის ლექციათა ციკლი, რომელსაც სტუდენტებისთვის ატარებს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის ექიმი და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის პროგრამის მკვლევარი, თორი ერჰარდტი.

თორი ერჰარდტი კვსუ-ს ამერიკელი მოწვეული სპეციალისტის სტატუსით სტუმრობს. მისი ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები მონაწილეობენ სხვადასხვა აკადემიურ და პრაქტიკულ აქტივობაში, მათ შორის ნარატიული მედიცინის კურსში, რომელიც მცირე ჯგუფებში ტარდება.

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს პაციენტის ისტორიისა და გამოცდილების მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში, განავითაროს ემპათიური კომუნიკაციის უნარები და ხელი შეუწყოს პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებას.

კურსის ფარგლებში სტუდენტები აანალიზებენ პაციენტების გამოცდილებებსა და კლინიკურ ისტორიებს, რაც მათ ეხმარება უკეთ გაიაზრონ პაციენტის პერსპექტივა და ექიმ-პაციენტის ურთიერთობის მნიშვნელობა. ლექციები ასევე მოიცავს დისკუსიებსა და აქტივობებს, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო განათლების საუკეთესო პრაქტიკებს ეფუძნება.

ნარატიული მედიცინის კურსი კვსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სამედიცინო ცოდნასთან ერთად გაიაზრონ ემპათიის, ეფექტური კომუნიკაციისა და პაციენტის გამოცდილების მნიშვნელობა თანამედროვე მედიცინაში.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

10 Nov 2026

როგორ მოვამზადოთ ექიმი, რომელიც ფლობს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, მზად არის ცვლილებებისთვის და ინარჩუნებს ჰუმანურობას? ამ კითხვას სხვადასხვა...

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

30 Oct 2026

როგორ ვაქციოთ კვლევის შედეგები მკაფიო და გამართულ სამეცნიერო სტატიად? ამ თემაზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტი...

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

27 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღ...

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.