KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან
Email Facebook WhatsApp

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის გრძელვადიან პარტნიორობას უყრის საფუძველს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არმენ მურადიანმა და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა.

პარტნიორობის მიზანია სომხეთში ამერიკული სამედიცინო განათლების მოდელზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება კვსუ-სა და ემორის უნივერსიტეტის მრავალწლიანი გამოცდილებისა და აკადემიური თანამშრომლობის საფუძველზე.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები იმუშავებენ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების განვითარებაზე. შეთანხმება ითვალისწინებს ინოვაციური სასწავლო პროგრამების შექმნას, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას, ციფრული საგანმანათლებლო სისტემების გამოყენებას, აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერებას.

პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც YSMU-ს სტუდენტებს ამერიკული სამედიცინო განათლების საუკეთესო პრაქტიკას გააცნობს, გააძლიერებს უნივერსიტეტების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს USMLE-ზე ორიენტირებული თანამედროვე სამედიცინო განათლების განვითარებას.

კვსუ-ის დელეგაციას ერევანში ხელმძღვანელობდა ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტის განათლების მიმართულების ვიცე-თავმჯდომარე, პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კენ ვოლკერის საერთასშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და რეგიონში ამერიკული სტანდარტების სამედიცინო განათლების განვითარების ხელშეწყობას, რაც კვსუ-ის ინტერნაციონალიზაციისა და გლობალური აკადემიური თანამშრომლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.