KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Kwiu-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა
Email Facebook WhatsApp

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ტაილანდის წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების დეკანები, ვიცე-დეკანები, დირექტორები, სამედიცინო განათლების ლიდერები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენელი.

ეს ვიზიტი KWIU-ს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. დელეგაციის წევრები წარმოადგენენ იმ პროფესიულ წრეებს, რომლებიც სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარებაზე, საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვასა და გლობალური აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობენ.

ვიზიტორთა შორის იყვნენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტების შემუშავების, შეფასებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის WFME Recognition Committee-ის წარმომადგენელი – პროფესორი პონგსაკ ვანაკრაიროტი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ KWIU-ის ინფრასტრუქტურას, მისიას, ამერიკული სამედიცინო განათლების მოდელს, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიას, საერთაშორისო პარტნიორულ ქსელსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს.

დელეგაციისთვის KWIU-ის საგანმანათლებლო ხედვა, განვითარების პრიორიტეტები და ამერიკული სამედიცინო განათლების მოდელის ძირითადი მახასიათებლები წარმოადგინეს არჩილ უნდილაშვილმა, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, ეკა ეკალაძემ, კვსუ-ის რექტორმა და სხვა აკადემიურმა პერსონალმა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებს, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობას, გამოცდილების გაზიარებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ვიზიტის დასასრულს ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერებმა KWIU-ში მიღებული გამოცდილება დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

ტაილანდის სამედიცინო სკოლების კონსორციუმის გენერალურმა მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჯირუთ სრირატანაბანმა აღნიშნა, რომ KWIU-მ მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა:

„კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავეცანით სამედიცინო განათლების განვითარების მყარ საფუძველს, ინოვაციურ სასწავლო პროგრამასა და სწავლების თანამედროვე მოდელს. ვფიქრობ, უნივერსიტეტს ბევრი აქვს გასაზიარებელი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და დარწმუნებული ვარ, მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობებიც გვექნება.“

სამედიცინო განათლების აკრედიტაციის ინსტიტუტის დირექტორმა და სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (MSE) პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პონგსაკ ვანაკრაიროტმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტმა სრულად გაამართლა დელეგაციის მოლოდინი:

„ჩვენთვის დიდი პატივი იყო საქართველოს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონახულება. KWIU-ში ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა – გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება სამედიცინო განათლების სფეროში, გავეცანით უნივერსიტეტის მართვის მოდელებს და მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნა მივიღეთ, რომელიც ტაილანდში ჩვენი სამედიცინო სკოლების განვითარებაშიც გამოგვადგება. ვიზიტმა სრულად გაამართლა ჩვენი მოლოდინი და იმედი გვაქვს, მომავალში საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ.“

ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭო აერთიანებს ტაილანდის წამყვანი უნივერსიტეტებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელებს და წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პროფესიულ პლატფორმას სამედიცინო განათლების სფეროში. მსგავსი დონის დელეგაციის ვიზიტი კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მზარდ საერთაშორისო ავტორიტეტს, ამერიკული სამედიცინო განათლების მოდელისადმი არსებულ ინტერესსა და კვსუ-ის აქტიურ ჩართულობას გლობალური სამედიცინო განათლების განვითარების პროცესში.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.