KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა
Email Facebook WhatsApp

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო განათლების, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერებას მიეძღვნა.

ტრენინგების მიზანი იყო აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლებისა და შეფასების მეთოდების დანერგვაში, ასევე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების პრაქტიკული უნარების განვითარება.

პირველი ტრენინგი – „თანამედროვე სწავლებისა და შეფასების მეთოდები უმაღლეს სამედიცინო განათლებაში“ – კვსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ეკა ეკალაძემ ჩაატარა. ინტერაქტიული ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შედეგებზე ორიენტირებული და კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები, კონსტრუქციული თანხვედრა, აქტიური სწავლების თანამედროვე მეთოდები, კლინიკური და პრაქტიკული უნარების სწავლების ეფექტიანი მიდგომები, ასევე სტუდენტთა ფორმაციული და სუმაციური შეფასების თანამედროვე მოდელები.

ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს, მცირე ჯგუფებში მუშაობას, რეალური სასწავლო შემთხვევების განხილვასა და ტრადიციული ლექციის აქტიურ სასწავლო სესიად გარდაქმნის პრაქტიკულ სავარჯიშოებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეფასების ინსტრუმენტების – ჩეკლისტების, რუბრიკებისა და ეფექტიანი უკუკავშირის – შემუშავებასა და გამოყენებას.

მეორე ტრენინგი – „აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება სწავლებისა და შეფასების პროცესში“ კვსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ვორქშოფის მონაწილეებმა შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობები სასწავლო და შეფასების პროცესში, „Prompt Crafting“-ის პრინციპები, აკადემიური კეთილსინდისიერების თანამედროვე გამოწვევები და AI-ის ეთიკური, პასუხისმგებლიანი გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა. ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებმა საკუთარი სასწავლო მასალების გამოყენებით იმუშავეს პრაქტიკულ დავალებებსა და ჯგუფურ აქტივობებზე.

პროფესიული განვითარების ინიციატივები კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. უნივერსიტეტი სისტემატურად ზრუნავს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის განვითარებაზე, რაც სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების უზრუნველყოფას ემსახურება.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.