KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
Email Facebook WhatsApp

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი დევიდ რაიტი, კლინიკური ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ბრენტ მორგანი, გადაუდებელ მედიცინაში გლობალური ჯანმრთელობის მიმართულების დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ანა იაფი და გადაუდებელი მედიცინის პროფესორი, საერთაშორისო სამედიცინო ტოქსიკოლოგიის ფელოუშიფის დირექტორი, პროფესორი ზიად კაზი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორები, გლობალური ჯანმრთელობის პროგრამის წარმომადგენლები, მეცნიერები და ადმინისტრაციული გუნდის წევრები.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა, ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის 34-წლიან პარტნიორობას მიეძღვნა. მან მიმოიხილა მრავალწლიანი თანამშრომლობის ძირითადი ეტაპები, ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის მნიშვნელობა საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებისთვის.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეკა ეკალაძემ, სტუმრებს უნივერსიტეტის მისია, განვითარების სტრატეგია, ამერიკულ მოდელზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების პროგრამა, საერთაშორისო პარტნიორობები და სტუდენტებისთვის შექმნილი აკადემიური შესაძლებლობები წარუდგინა. პრეზენტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარისხზე ორიენტირებულ განათლებას, თანამედროვე სწავლების მეთოდებსა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, გაეცნო აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების საქმიანობას, დაათვალიერა სასწავლო აუდიტორიები, კლინიკური უნარებისა და სიმულაციური სწავლების ცენტრი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობებს გაეცნენ.

კვსუ-ის გაცვლითი პროგრამის – Summer at Emory-ის მონაწილე სტუდენტებმა დელეგაციას პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ლოლიტა ხალვაშმა და აბდულ აზიზ ხალლელულამ ისაუბრეს ემორის უნივერსიტეტში მიღებულ აკადემიურ გამოცდილებაზე, შეძენილ ცოდნასა და უნარებზე და იმაზე, თუ როგორ დაეხმარა პროგრამა მათ პროფესიულ განვითარებაში.

ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. მსგავსი შეხვედრები ქმნის გამოცდილების გაზიარების, აკადემიური დიალოგის გაღრმავებისა და ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საფუძველს, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოებას უწყობს ხელს.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ადგილობრივი პარტნიორია. კონგრესი, რომელსაც ემორის უნივერსიტეტის Center for Advanced Emergency Care ხმელთაშუა ზღვის გადაუდებელი მედიცინის აკადემიასთან (MAEM) თანამშრომლობით 17 და 18 ივლისს თბილისში ატარებს, წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის სფეროში. ღონისძიება ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და სტუდენტებისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის ახალი აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობების შექმნას.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

აკადემიური პერსონალის სამუშაო შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის პროფესორთან

აკადემიური პერსონალის სამუშაო შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის პროფესორთან

25 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.