KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

მსოფლიო წიგნის დღე

მსოფლიო წიგნის დღე
Email Facebook WhatsApp

11 Jun 2024

UNESCO-ს შესანიშნავი ინიციატივის საფუძველზე, ყოველწლიურად, 23 აპრილს, მსოფლიო წიგნის დღეს აღნიშნავს. აღნიშნული დღის მიზანია მსოფლიო მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ახალგაზრდებში, კითხვის წახალისება. ასევე, არსებული ლიტერატურის გაცნობა და ახალი შედევრების შექმნის ხელშეწყობა. გარდა ამისა, წიგნის დღე ემსახურება მსოფლიოში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, როგორც განვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნების ძირეული ასპექტების, გავრცელებას.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ- მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, საინტერესო დისკუსიებითა და მრავალფეროვანი სახალისო და კრეატიული აქტივობებით შეუერთდნენ მსოფლიოს წიგნის დღის აღნიშვნაში.
მსოფლიო წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ქურდაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო წიგნის დღის დაარსების ისტორია და ესაუბრა კითხვისა და განათლების მნიშვნელობაზე. შემდეგ კი თითოეულმა მონაწილემ მოკლედ ისაუბრა იმ ღირებულებებზე, რის გამოც რეკომენდაციას გაუწევდა თავის რჩეულ წიგნს.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის, როგორც მომავალი ექიმებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია კითხვა, როგორც სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება.

სხვა სიახლეები

კვსუ-ში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე გაიმართა

კვსუ-ში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე გაიმართა

21 May 2026

2026 წლის 19 მაისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღეს, რომელიც უნივერ...

„კავშირები მომავლისთვის“ – სტუდენტური შეხვედრა

„კავშირები მომავლისთვის“ – სტუდენტური შეხვედრა

20 May 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა „კავშირები მომავლისთვის“, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ შეხვ...

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეების ვიზიტი

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეების ვიზიტი

15 May 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „მწვანე სკოლის“ მე-6 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. სტუმრობის ფარგლებში ბავშვები უნივერსიტეტის სასწავლო გარემო...

KWIU-ის კვლევა გენერაციული AI-ს გამოყენებაზე სამეცნიერო ჟურნალში

KWIU-ის კვლევა გენერაციული AI-ს გამოყენებაზე სამეცნიერო ჟურნალში

14 May 2026

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა KWIU-ის სტატია, რომელიც ეძღვნება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეფასებას სამედიცინო განათლ...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.