KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ტრენინგ-კურსი

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ტრენინგ-კურსი
Email Facebook WhatsApp

21 Nov 2024

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ემორის უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ტრილატერალური შეთანხმების ფარგლებში, აშშ ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის (US Walter Reed Army Institute of Research – WRAIR) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ტრენინგ-კურსს უმასპინძლა. ტრენინგებს, რომელიც 2024 წლის 4-8 ნოემბერს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში და თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა, ვოლტერ რიდის სამეცნიერო ინსტიტუტის და არმიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა პროფესორები, პოლკოვნიკი როზან რესნერი, კაპიტანი ბენჟამინ კასტერი და პოლკოვნიკი ჯეისონ ბენეტი უძღვებოდნენ.
ტრენინგებში, რომლის მიზანიც სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო დიდაქტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაა, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკისა და გორის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებმა. სემინარების და სამუშაო შეხვედრების თემატიკა მოიცავდა შიდაჰოსპიტალური ინფექციების იდენტიფიცირების ტექნიკას, პრევენციის ზომებს, ინფექციის რისკის შეფასებისა და მართვის თანამედროვე პრინციპებს.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს აშშ ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობასთან. 2024 წლის სექტემბერში ვოლტერ რიდის ინსტიტუტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში უმასპინძლა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრები კვსუ-სა და ვოლტერ რიდის ინსტიტუტის თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის ზემოაღნიშნული ტრენინგების ორგანიზებასაც შეეხებოდა.

სხვა სიახლეები

კვსუ-ში სტუდენტებმა IMPACT კლუბი დააარსეს

კვსუ-ში სტუდენტებმა IMPACT კლუბი დააარსეს

23 Dec 2025

კენვოლკერისსაერთაშორისოუნივერსიტეტისსტუდენტებმადააარსესახალიინიციატივა - IMPACT

კვსუ-ში სტუდენტური საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

კვსუ-ში სტუდენტური საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

23 Dec 2025

საფეხბურთოტურნირი, რომლისმიზანიიყო...

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

18 Dec 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, რომელიც მიეძღვნა შიდსის მსოფლიო დღეს. ღონისძიება ორგ...

ემპათიის კურსი: ემპათიური უნარებიდან კლინიკურ კომპეტენციამდე

ემპათიის კურსი: ემპათიური უნარებიდან კლინიკურ კომპეტენციამდე

17 Dec 2025

ემპათიის კურსის პირველ ეტაპზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა იმუშავეს ემოციური ცნობიერების განვითარებაზე, ავთენტურ თვითგამოხატ...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.