KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

KWIU მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის კონფერენციაზე

KWIU მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის კონფერენციაზე
Email Facebook WhatsApp

30 Jun 2025

2025 წლის 25-28 მაისს, ბანგკოკში, ტაილანდში გაიმართა მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის (WFME) კონფერენცია. სამედიცინო განათლების აკრედიტაციის ინსტიტუტთან (IMEAc) პარტნიორობით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციამ:
პროფესორმა ნინო თევზაძემ - უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნინო შიუკაშვილმა, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს. კონფერენციის მთავარი თემა – „ჯანმრთელობა ყველასთვის - ხარისხიანი სამედიცინო განათლების გზით“ – ხაზს უსვამდა სამედიცინო განათლების მნიშვნელობას გლობალური ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაში.
განხილული თემები მოიცავდა: სამედიცინო ეთიკისა და ბიოეთიკის გამოწვევებს; სოციალური პროექტების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში; ხელოვნური ინტელექტის როლს სამედიცინო განათლებაში; ინოვაციურ სასწავლო მიდგომებს. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის ერთგულებას ხარისხიანი სამედიცინო განათლებისა და გლობალურ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართ.
დელეგატებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში, დაამყარეს ახალი საერთაშორისო კავშირები და გააცნეს საქართველოს სამედიცინო განათლების პერსპექტივები ფართო აუდიტორიას.

სხვა სიახლეები

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

10 Nov 2026

როგორ მოვამზადოთ ექიმი, რომელიც ფლობს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, მზად არის ცვლილებებისთვის და ინარჩუნებს ჰუმანურობას? ამ კითხვას სხვადასხვა...

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

30 Oct 2026

როგორ ვაქციოთ კვლევის შედეგები მკაფიო და გამართულ სამეცნიერო სტატიად? ამ თემაზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტი...

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

27 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღ...

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.