KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე - 2025

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე - 2025
Email Facebook WhatsApp

14 Jun 2025

14 ივნისს, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე აღინიშნა ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკთან პარტნიორობით.

 

ღონისძიება ჩატარდა 2025 წლის გლობალური თემის ფარგლებში: „გააზიარე სისხლი, გააზიარე იმედი: ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე“ – გზავნილი, რომელიც სრულად ასახავს ამ დღისა და მთელი კვირეულის მთავარ იდეას.

 

კვსუ-ის სტუდენტები ჩაერთვნენ სისხლის დონაციაში, რაც მათი მხრიდან სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის შთამბეჭდავი მაგალითი იყო. მათი უანგარო მხარდაჭერა დაეხმარება იმ პაციენტებს, რომელთაც გადაუდებლად ესაჭიროებათ სისხლი.

 

პარალელურად გაიმართა თემატური ლექცია - „რამდენიმე წუთი სიცოცხლის გადასარჩენად: სისხლის დონაციის მნიშვნელობა“, რომელსაც გაუძღვა ჰემატოლოგი-ტრანსფუზიოლოგი, კვსუ-ის მოწვეული ლექტორი ანანო ქევანიშვილი. ლექციაზე განხილული იყო სისხლის დონაციის როგორც სამედიცინო, ასევე ადამიანური მნიშვნელობა, - თუ როგორ შეუძლია თითოეულ დონორს საკუთარი წვლილი შეიტანოს სიცოცხლის გადარჩენაში.

 

გულწრფელი მადლობა ყველა მხარდამჭერ თუ დონორ სტუდენტს - თქვენი სიკეთე სიცოცხლეს იხსნის! 
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.