KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

კვსუ-მ ემორის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა

კვსუ-მ ემორის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა
Email Facebook WhatsApp

25 Jun 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტს ვიზიტით ესტუმრნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლები, მიკრობიოლოგიისა და იმუნიოლოგიის პროფესორი, გორდონ ჩერჩვარდი და ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის პროფესორი, ექიმი მერი ჯო ლეკოვიჩი.


სტუმრებმა სტუდენტებთან გამართეს ინტერაქტიული შეხვედრა და წარადგინეს შთამბეჭდავი ლექცია თემაზე: „ექიმის როლი საზოგადოებაში: მკურნალი, ადვოკატი, ლიდერი.“ მათი გამოსვლა შეეხო თანამედროვე ექიმის მრავალფეროვან როლს: კლინიკური კომპეტენციის მიღმა, მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სოციალურ პასუხისმგებლობასა და ლიდერულ უნარებზე, როგორც აუცილებელ ფაქტორებზე, ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარების პროცესში.


ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ რჩევებს - პროფესორებმა სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია იმ ძირეულ კომპონენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის რეზიდენტურაში წარმატებით მოხვედრის გზაზე: სამეცნიერო კვლევებში ჩართულობა, აკადემიური წინსვლა, კლინიკური გამოცდილება, პროფესიული მოტივაცია, ლიდერული უნარების განვითარება და სხვა.


აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღია და გლობალურ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს არა მხოლოდ ხარისხიან აკადემიურ სწავლას, არამედ კავშირებს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და რეალურ ინსპირაციას სამედიცინო კარიერის ასაშენებლად.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.