KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

პროფესორ ნინო ფირცხელანის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში, აშშ-ში

პროფესორ ნინო ფირცხელანის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში, აშშ-ში
Email Facebook WhatsApp

6 Oct 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფირცხელანი ვიზიტით ეწვია ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ნინო ფირცხელანმა შეხვედრები გამართა ემორის უნივერსიტეტის წამყვან აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან, მათ შორის პროფესორებთან პენგ ჯინთან, მაიკლ ჯ. გამბელოსთან, ქეთრინ გარბერთან და ნადია ალისთან. განხილვის მთავარი თემები ეხებოდა სამედიცინო გენეტიკის სწავლებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდებს.

 

პროფესორი ნინო ფირცხელანი დაესწრო ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს და კლინიკური შემთხვევების განხილვებს, რითაც უშუალოდ გაეცნო ემორის უნივერსიტეტის ინოვაციური სწავლების მიდგომებს. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვდა ემორის უინშიპის სიმსივნის ინსტიტუტის ასოცირებულ დირექტორს, ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის ფუნდამენტური კვლევების პროფესორ ლაურენს ბიოზეს.

 

აშშ-ში ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო არტურ ბლანკის სახელობის ატლანტის ბავშვთა საავადმყოფო, სადაც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სტეფანი ჯერნიგანმა, ქართველ კოლეგას გააცნო ცენტრის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მაღალი სტანდარტების სამედიცინო მომსახურება.

 

ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია კვსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის არაერთი სამუშაო ვიზიტი აშშ-ში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს და ხელს შეუწყობს პერსონალის პროფესიულ განვითარებას.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.