KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Wfme-ის განახლებული სტანდარტები და ცვლილებები მედიცინის დარგობრივ მახასიათებელში

WFME-ის განახლებული სტანდარტები და ცვლილებები მედიცინის დარგობრივ მახასიათებელში
Email Facebook WhatsApp

8 Nov 2021

სამედიცინო განათლება, როგორც განათლების სხვა მიმართულებები, მუდმივად ვითარდება და იცვლება. ეს ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის პირობებში, როდესაც შექმნილმა ვითარებამ სრულიად ახალი და, ამავე დროს, განსხვავებული გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა.

ახალ რეალობასთან სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდების ადაპტაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა პრედიპლომურ სამედიცინო განათლებაშიც. ეს და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ მოწოდებული სტანდარტები, საქართველოში მოქმედი ეროვნული დარგობრივი მახასიათებელი მედიცინაში, ასევე, ამ დოკუმენტში შესატანი სავარაუდო ცვლილებები იყო პროფესორ გაიანე სიმონიას შეხვედრის თემა უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობისას პროფესორი გაიანე სიმონია სწორედ ზემოაღნიშნული დოკუმენტებით ხელმძღვანელობდა .

უნივერსიტეტში მოქმედი ერთეულის - სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ სამედიცინო განათლების მიმართულებით სიახლეების დანერგვა და სწავლა-სწავლების პროცესებთან მიმართებაში მათი ეფექტურობის შესწავლაა. უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული მიმართულებით მომავალშიც დაგეგმილია მსგავსი აქტივობები.

სხვა სიახლეები

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

გორდონ ჩერჩვორდი მედიცინის სტუდენტებს შეხვდა

გორდონ ჩერჩვორდი მედიცინის სტუდენტებს შეხვდა

25 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ემერიტუსმა პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა მედიცინის ფაკულტეტის პირველი და...

აკადემიური პერსონალის სამუშაო შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის პროფესორთან

აკადემიური პერსონალის სამუშაო შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის პროფესორთან

25 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.