KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

სტუდენტების ვიზიტი აშშ-ში, გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

სტუდენტების ვიზიტი აშშ-ში, გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში
Email Facebook WhatsApp

30 Aug 2025

„ზაფხული ემორიში“ პროგრამის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მთელი დღე გაატარეს აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს საჯარო სამედიცინო დაწესებულებაში – გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში.

 

ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის გამორჩეული ექიმისა და სამედიცინო ტოქსიკოლოგის - პროფესორ ზიად კაზის ხელმძღვანელობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სასწრაფო და ტრავმული შემთხვევების მართვის მაღალდინამიკურ კლინიკურ გარემოს. ექიმმა კაზიმ სტუდენტებს დეტალურად აუხსნა გრეიდის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის, ტრავმული განყოფილებების, კრიტიკული სარეაბილიტაციო სერვისებისა და ტოქსიკოლოგიის სერვისების მუშაობის სპეციფიკა. ასევე, ისაუბრა, როგორ ფუნქციონირებს გრეიდი როგორც ტრამვისა და ონკოლოგიის წამყვანი დაწესებულება, რომელიც ატლანტის ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს.

 

მოგვიანებით, სტუდენტებთან გამართულ სესიაზე ექიმმა კაზიმ ისაუბრა თავისი პროფესიული გზის, ამერიკული ჯანდაცვის სისტემის ხედვის, საგანმანათლებლო და კარიერული პერსპექტივების შესახებ. მან ჩვენს სტუდენტებს მნიშვნელოვანი რჩევები მისცა აშშ-ში სამედიცინო რეზიდენტურის გამოცდებისთვის მომზადებისა და რეზიდენტურაში აპლიკაციების წარდგენის შესახებაც.

 

სესიაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევით შესაძლებლობებს აშშ-ში - ექიმმა კაზიმ სტუდენტებს შესთავაზა, აქტიურად ჩაერთვნენ სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას.

 

გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში მიღებული გამოცდილება კვსუ-ის სტუდენტებისთვის უნიკალური და ინსპირაციული შესაძლებლობა აღმოჩნდა ამერიკული კლინიკური პრაქტიკის უკეთ გაცნობისთვის.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.