KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ინტერვენციული რადიოლოგიის გამოცდილება ემორის უნივერსიტეტში ექიმ შონ დარიუშნიასთან ერთად

ინტერვენციული რადიოლოგიის გამოცდილება ემორის უნივერსიტეტში ექიმ შონ დარიუშნიასთან ერთად
Email Facebook WhatsApp

31 Aug 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აშშ-ში, ატლანტაში პროგრამის - „ზაფხული ემორიში“- ფარგლებში დაგეგმილი საგანმანათლებლო მოგზაურობა განაგრძეს ჰრეიდის მემორიალური ჰოსპიტლის ტურით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ექიმი შონ დარიუშნია.


ექიმმა დარიუშნიამ სტუდენტებს გააცნო ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი და მისი გუნდი, ასევე აჩვენა კლინიკური გარემო და სამუშაო კულისები. სტუდენტები პირადად დააკვირდნენ კლინიკურ პრაქტიკას და ფასეული წარმოდგენა მიიღეს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ, რომელსაც ინტერვენციული რადიოლოგია ასრულებს პაციენტთა მოვლაში.
 

ვენური დაავადებების, პორტული ჰიპერტენზიისა და მენჯის დარღვევების მიმართულებით კლინიკური გამოცდილების მქონე პროფესიონალმა, ექიმმა შონ დარიუშნიამ ასევე გაუზიარა სტუდენტებს გამოცდილება, რომელიც შეიძინა ინტერვენციული რადიოლოგიის საზოგადოების სტანდარტების გადახედვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობის რანგში, სადაც იგი დღემდე ხელმძღვანელობს ეროვნული ხარისხის გაუმჯობესების გაიდლაინების შემუშავებას.
 

აღნიშნული გამოცდილებამ კვსუ-ის სტუდენტებს არა მხოლოდ ინტერვენციული რადიოლოგიის უფრო ღრმა აღქმა შესძინა, არამედ საშუალებას მისცა, დაინახონ გუნდური მუშაობის შედეგები და მიდგომები, რომლებიც აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში პაციენტთა სანიმუშო მოვლას განაპირობებს.
 

ინტერვენციული რადიოლოგია დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სარეზიდენტო პროგრამად იქცა შეერთებულ შტატებში. ამ მიმართულებას ყოველწლიურად  მედიცინის პროგრამის საუკეთესო კურსდამთავრებულები ირჩევენ. ეს სპეციალობა აერთიანებს კლინიკურ სამუშაოს, პაციენტთან უშუალო კომუნიკაციას, ტექნოლოგიურ ინოვაციასა და პროფესიულ შესაძლებლობებს - რაც მას ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ და დასაფასებელ რეზიდენტურად აქცევს.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.