KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

შეხვედრა ექიმ თინათინ მურადაშვილთან ემორის უნივერსიტეტში, აშშ-ში

შეხვედრა ექიმ თინათინ მურადაშვილთან ემორის უნივერსიტეტში, აშშ-ში
Email Facebook WhatsApp

1 Sep 2025

გაცვლითი პროგრამის - „ზაფხული ემორიში“ - მიმდინარე აკადემიური სესიების ფარგლებში მონაწილე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ექიმ თინათინ მურადაშვილს. მან ხაზი გაუსვა კვლევის მნიშვნელობას სამედიცინო განათლებაში, გააცნო სტუდენტებს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები შეერთებულ შტატებში და ისაუბრა ჰემატოლოგიის საფუძვლებზე.


ამერიკაში წარმატებულ ქართველ ექიმთან შეხვედრის დროს სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს, მათ შორის აშშ სამედიცინო რეზიდენტურის გამოცდების (USMLE-ის) მომზადებასთან, გასაუბრებასთან, ჩარიცხვის პროცესებთან და კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. 


ექიმმა თინათინ მურადაშვილმა კვსუ-ის სტუდენტებს ასევე გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ მოიპოვა სულ ახლახან სტიპენდია, რათა ემორის უნივერსიტეტში მიეღო სამეცნიერო ხარისხი კლინიკურ კვლევებში (Master of Science in Clinical Research, MSCR), და მოუწოდა მათ, ჰქონდეთ ამბიციური აკადემიური და პროფესიული მიზნები.


ამჟამად თინათინ მურადაშვილი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეორე წლის ჰემატოლოგიის ფელოუა და პარალელურად აგრძელებს სწავლას კლინიკური კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე. მანამდე იგი წარმატებით ასრულებდა მთავარი რეზიდენტისა და შემდგომში ექიმის პოზიციას იელის უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის რეზიდენტურის პროგრამაში, აშშ-ში. მისი სამედიცინო კარიერა დაიწყო საქართველოში, სადაც გაიარა ჰემატოლოგიისა და ჰემოტრანსფუზიოლოგიის რეზიდენტურა და მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი თსსუ-ში.


თინათინ მურადაშვილის მდიდარი გამოცდილება როგორც პაციენტების მოვლის, ისე სამეცნიერო კვლევის მიმართ, კვსუ-ის სტუდენტებისთვის იქცა საერთაშორისო წარმატების შთამბეჭდავ მაგალითად. სესიამ არა მხოლოდ გააფართოვა მათი ცოდნა სპეციალიზებული სამედიცინო სფეროების შესახებ, არამედ შესთავაზა მნიშვნელოვანი ხედვა ემორისა და სხვა წამყვან უნივერსიტეტებში არსებული აკადემიური, კლინიკური და კვლევითი შესაძლებლობების შესახებ.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.