KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ემორის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში სტუდენტები წარმატებულ ქართველ ექიმებს შეხვდნენ

ემორის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში სტუდენტები წარმატებულ ქართველ ექიმებს შეხვდნენ
Email Facebook WhatsApp

4 Sep 2025

ჩვენი პროგრამის -"ზაფხული ემორიში"-ფარგლებში, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ორ წარმატებულ ქართველ ექიმს, რომლებიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობენ კარიერას: ნოდარ მაისურაძეს, ემორის უნივერსიტეტის კარდიოლოგიის ფელოუს, და ნიკოლოზ შეყილაძეს, ემორის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის ინტერვენციულ კარდიოლოგს.

 

შეხვედრაზე აშშ-ში წარმატებულმა ქართველმა ექიმებმა სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება - გზა თბილისიდან ემორის უნივერსიტეტამდე. მათ ისაუბრეს აშშ-ში სამედიცინო განათლების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ემორის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნიკოლოზ შეყილაძე სპეციალიზდება გულის თანამედროვე ინტერვენციულ პროცედურებში, როგორიცაა სტენტების განთავსება და სარქველების აღდგენა. იგი, ასევე, აქტიურად უწევს მენტორობას მომავალ კარდიოლოგებს ემორის უნივერსიტეტში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დარგის განვითარებაში.

 

საქართველოში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დასრულების შემდეგ, 2019 წელს, ნოდარ მაისურაძემ კარიერა აშშ-ში განაგრძო და ნიუ-იორკში, SUNY Downstate Medical Center-ში შინაგანი მედიცინის რეზიდენტურაში ჩაირიცხა. რეზიდენტურის წარმატებით დასრულების შემდეგ, იმავე კლინიკაში უფროს რეზიდენტად მუშაობდა, რის შემდეგაც კარიერა ემორის უნივერსიტეტში კარდიოლოგიის ფელოუშიპში განაგრძო. ამჟამად ნოდარ მაისურაძე აქტიურად არის ჩართული ემორის ჰოსპიტლის კვლევით საქმიანობაში, მათ შორის პროექტში -„კლინიკური შედეგების კვლევა კორონარული არტერიის დაავადების მქონე პაციენტებში“.

 

ექიმების, ნიკოლოზ შეყილაძისა და ნოდარ მაისურაძის შრომისმოყვარეობისა და წარმატების ისტორიები ჩვენი სტუდენტებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა. ამგვარი შეხვედრები მათ მაგალითს აძლევს, რომ მონდომებითა და ერთგულებით საერთაშორისო წარმატების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.