KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

სტუდენტების ვიზიტი უინშიპის კიბოს ინსტიტუტში, აშშ-ში

სტუდენტების ვიზიტი  უინშიპის კიბოს ინსტიტუტში, აშშ-ში
Email Facebook WhatsApp

8 Sep 2025

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი გაცვლითი პროგრამის - „ზაფხული ემორიში"- ფარგლებში, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ექიმ როლანდ მეთიუსს, რომელიც ემორის უნივერსიტეტისა და მორჰაუსის გამორჩეული გინეკოლოგი და ონკოლოგია.

 

სტუდენტებმა, ექსკლუზიური ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერეს ახლადგახსნილი ონკოლოგიური ცენტრი, Winship Cancer Institute-ი, რომელიც ემორის უნივერსიტეტის ბაზაზე, ატლანტის ცენტრში მდებარეობს.

 

კვსუ-ის სტუდენტებისთვის დაგეგმილ ტურს უძღვებოდა ექიმი როლანდ მეთიუსი, ემორის საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორთან, არჩილ უნდილაშვილთან და კვსუ-ის სტუდენტური სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გაცვლითი პროგრამის კოორდინატორთან, ნინი ზარდიაშვილთან ერთად.

 

ემორის Winship Cancer Institute-ში ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ უახლესი ონკოლოგიური კლინიკის პრაქტიკებს და რეალურ პირობებში დაკვირვებოდნენ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმდინარეობას. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ცოდნა და გააღრმავა მათი დაინტერესება ონკოლოგიის სფეროს მიმართულებით.

 

ვინშიპის ონკოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც 2023 წლის 9 მაისს გაიხსნა, წარმოადგენს ინოვაციურ დაწესებულებას, ჯორჯიის შტატის ქ. ატლანტაში. 17 სართულიანი, 450,000 კვადრატულ ფუტზე განთავსებული ცენტრი მდებარეობს ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (მიდთაუნის) კამპუსში და აერთიანებს კიბოს უახლეს კვლევებზე ორიენტირებულ, მულტიდისციპლინურ მკურნალობას. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით, ცენტრი უზრუნველყოფს მოვლის პერსონალიზებულ გამოცდილებას, ინოვაციური მეთოდებით მკურნალობასა და ზრუნვას. ცენტრის აშენება შესაძლებელი გახდა რობერტ ვუდრაფის ფონდის 200 მილიონი დოლარის დონაციის წყალობით და ემსახურება მიზანს ზრუნვისა და კვლევის უმაღლესი სტანდარტის მიწოდების შესახებ. დღესდღეობით Winship Cancer Institute-ი იმედის შუქურაა კიბოთი დაავადებული პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის.

 

აშშ-ში დაგეგმილმა გაცვლითმა პროგრამამ კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეაძლებლობა მისცა, ადგილზე გაცნობოდნენ ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებს.

 

პრაქტიკული სემინარების, კლინიკური ტურებისა და სხვადასხვა სესიების საშუალებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია დასავლური ჯანდაცვის სისტემის შესახებ და დაამყარეს კავშირები პროფესორებთან. ამერიკულმა გამოცდილებამ გაამდიდრა მათი აკადემიური მოგზაურობა და კარი გაუხსნა მათ სამომავლო შესაძლებლობებს სამედიცინო სფეროში.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.