KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

„ზაფხული ემორიში“ პროგრამის სტუდენტები აშშ-ში გიორგი მაზიაშვილს შეხვდნენ

„ზაფხული ემორიში“ პროგრამის სტუდენტები აშშ-ში გიორგი მაზიაშვილს შეხვდნენ
Email Facebook WhatsApp

10 Sep 2025

„ზაფხული ემორიში“ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ გიორგი მაზიაშვილს, რომელიც პოსტდოქტორალური მკვლევარია ემორის უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტში და ატლანტის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში. მისი კვლევის სფეროებში შედის მეტყველების აპრაქსია ბავშვებში, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, პედიატრიული ასთმა და COVID-19 ბავშვებში.

 

გიორგი მაზიაშვილმა, აშშ-ში წარმატებულმა ქართველმა კურსდამთავრებულმა, სტუდენტებს გაუზიარა თავისი კვლევების გამოცდილება ემორიში და ასევე დაათვალიერებინა ემორის სამეცნიერო კვლევების შენობა(HSRB-II).


რვასართულიანი, 32,500 კვადრატული მეტრის ფართობის კვლევითი კომპლექსი 1,000-ზე მეტ მკვლევარსა და 130 წამყვან მეცნიერს აერთიანებს სხვადასხვა სფეროდან: პედიატრიიდან, ბიომედიცინის ინჟინერიიდან, გულ-სისხლძარღვთა მედიცინიდან, რადიოლოგიიდან, ტვინის ჯანმრთელობის მიმართულებიდან, ვინშიპის ონკოლოგიის ინსტიტუტიდან და ემორის ვაქცინის ცენტრიდან.

 

კვლევების გარდა, გიორგი მაზიაშვილმა სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება აშშ-ის სამედიცინო ლიცენზირების გამოცდების (USMLE) მზადებასა და წარმატებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ მოიძია და მიმართა ემორის ფელოუშიპ პროგრამებს. მან სტუდენტებს ღირებული რესურსები გადასცა და დაჰპირდა, რომ მომავალშიც მზად იქნება რჩევისა და მხარდაჭერისთვის.


ამჟამად გიორგი მაზიაშვილი აშშ-ის რეზიდენტურის პროგრამაში იღებს მონაწილეობას. ვუსურვებთ მას უდიდეს წარმატებას კარიერის ამ ახალ საფეხურზე!
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

10 Nov 2026

როგორ მოვამზადოთ ექიმი, რომელიც ფლობს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, მზად არის ცვლილებებისთვის და ინარჩუნებს ჰუმანურობას? ამ კითხვას სხვადასხვა...

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

30 Oct 2026

როგორ ვაქციოთ კვლევის შედეგები მკაფიო და გამართულ სამეცნიერო სტატიად? ამ თემაზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტი...

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

27 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღ...

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.