KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

გაცვლითი პროგრამა „ზაფხული ემორიში“ დასასრულს მიუახლოვდა

გაცვლითი პროგრამა „ზაფხული ემორიში“ დასასრულს მიუახლოვდა
Email Facebook WhatsApp

12 Sep 2025

დატვირთული დღეების შემდეგ სტუდენტებმა ატლანტას ღირსშესანიშნაობებიც მოინახულეს. რა თქმა უნდა, შტატებს ისე არ დატოვებდნენ, „კოკა-კოლას" პირველი ქარხანა - World of Coca-Cola და ჯორჯიის აკვარიუმი რომ არ მოენახულებინათ.


„კოკა-კოლას“ მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია ქალაქში, სადაც სტუმრები ბრენდის ისტორიას, კულტურას და უნიკალურ გემოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ეცნობიან.

 

საინტერესოა ისიც, რომ „კოკა-კოლას" და ემორის უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ. ემორის ტერიტორია 1915 წელს სწორედ „კოკა-კოლას“ პრეზიდენტის, ასა კენდლერისა და მისი ოჯახის შემოწირულობით გაჩნდა.

 

შემდგომშიც კომპანია და კენდლერის ფონდი მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა უნივერსიტეტს, რის შედეგადაც ემორი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი გახდა ამერიკაში. დღესაც, „კოკა-კოლა“ უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ დონორად ითვლება და ემორის კამპუსი ხშირადაა დაკავშირებული ბრენდის ისტორიასთან.

 

ჯორჯიის აკვარიუმი კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკვარიუმია, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ ვეშაპისებრი ზვიგენები, თეთრი ვეშაპები, დელფინები და სხვა ზღვის ბინადრები იხილონ. აკვარიუმი არა მხოლოდ გასართობი, არამედ საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცეცაა, რაც მას განსაკუთრებულ ადგილად აქცევს ატლანტაში.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

კვსუ-ში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე გაიმართა

კვსუ-ში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე გაიმართა

21 May 2026

2026 წლის 19 მაისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღეს, რომელიც უნივერ...

„კავშირები მომავლისთვის“ – სტუდენტური შეხვედრა

„კავშირები მომავლისთვის“ – სტუდენტური შეხვედრა

20 May 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა „კავშირები მომავლისთვის“, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ შეხვ...

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეების ვიზიტი

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეების ვიზიტი

15 May 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „მწვანე სკოლის“ მე-6 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. სტუმრობის ფარგლებში ბავშვები უნივერსიტეტის სასწავლო გარემო...

KWIU-ის კვლევა გენერაციული AI-ს გამოყენებაზე სამეცნიერო ჟურნალში

KWIU-ის კვლევა გენერაციული AI-ს გამოყენებაზე სამეცნიერო ჟურნალში

14 May 2026

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა KWIU-ის სტატია, რომელიც ეძღვნება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეფასებას სამედიცინო განათლ...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.